The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბალო ვაჩნაძე

ბალო ვაჩნაძე
Legal name:აბრამ ვაჩნაძე
Date of birth:2 September, 1853
Date of death:14 February, 1941  (at 87 years)
Category:Manufacturer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. დაამთავრა ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია.

არმიაში მსახურობდა 1872 წლიდან. მოხალისედ წავიდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. ორჯერ დაიჭრა. ერთ-ერთი შეტაკების დროს ბრძოლის ველიდან გამოიყვანა დაჭრილი ოფიცერი, რისთვისაც დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და ოფიცრის ჩინით, ჩაირიცხა მისი უდიდებულესობის პოლკში. შემდეგ მსახურობდა ქ. ლომჟაში (პოლონეთი) ოფიცრად. 1898-1898 წლებში მეთაურობდა ბათუმის ციხის ქვეით პოლკს. 1898 წელს პოლკოვნიკის ჩინით თადარიგში გავიდა. 1901 წელს კვლავ სამხედრო სამსახურში დაბრუნდა და 1906 წლამდე მეთაურობდა მე-8 ქვეითი დივიზიის მე-2 პოლკს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. 1906-1913 წლებში იყო 31-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური. 1906 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1913 წელს დაინიშნა პეტერგოფის სამხედრო კომენდანტად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ა. კერენსკის თხოვნით დარჩა გარნიზონის უფროსად. აქტიური მონაწილეობა მიიღო პეტერგოფის ქონების გადარჩენაში, ხოლო სამი თვის შემდეგ თავი დაანება სამსახურს და საქართველოში დაბრუნდა. თბილისში, სამხედრო სამსახურის პარალელურად ბალო ვაჩნაძე კომერციულ საქმიანობასაც ეწეოდა. 1914 წელს პეტერბურგში დააარსა "რუსული ყურძნის ღვინის გაყიდვის საზოგადოება", რომელიც ღვინოებს კახეთიდან იღებდა. თბილისში მისი ინიციატივით  შეიქმნა ღვინის წარმოების საზოგადოება "იბერია", რომელიც 1921 წელს გაუქმდა. დაახლოებული იყო რუსეთის საიმპერატორო სახლთან-მისი უფროსი ვაჟი იმპერატორ ნიკოლოზ II ნათლული იყო, უფროსი ქალიშვილი-იმპერატორის დედის მარიამ თეოდორეს ასულისა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1914).  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი

Share: