შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ისააკ ელიშაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკისა და გამძლეობის ფაკულტეტი 1968 წელს. 1971–1972წწ. მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზისა და ანალიზური გეომეტრიის კათედრაზე; 1972 წლიდან არის ისრაელის, ხოლო 1989 წლიიდან აშშ-ის მოქალაქე. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ცნობილ უნივერსიტეტში, მათ შორის, ტექნიონში (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ხაიფა), ტოკიოსა და კიოტოს (იაპონია), რომის "ლა საპიენსას", ბოლონიის (იტალია) და სხვა. 1989 წლიდან არის ფლორიდის აშშ ატლანტიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა საიმედოობის თეორია, სტრუქტურათა შემთხვევითი რხევები, დრეკადობის თეორიის ამოცანების მათემატიკური მოდელირება. ავტორია 10 მონოგრაფიისა. წყარო:საქართველო:ენციკლოპედია georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |