The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ვადბოლსკი

მიხეილ ვადბოლსკი
Date of birth:20 February, 1899
Date of death:19 May, 1990  (at 91 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა.

მხატვრობა შეისწავლა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ბავშვობა გაატარა. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში მოხალისედ ავსტრიელების წინააღმდეგ. 1920 სამოქალაქო ომის დროს ასევე მოხალისედ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. რუსეთის სამოქალაქო ომმა მთელი მისი ოჯახი შეიწირა, რის შემდეგაც, 1924 წელს თბილისში დასახლდა. მუშაობა დაიწყო მხატვარ-გამფორმებლად. მოღვაწეობდა პოლიტიკური სატირისა და აგიტაციის დარგში. ამავე პერიოდში შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები, ქართული ისტორიული საგვარეულოთა გერბები, დროშები, მოიძია ფულისა და ქართული ტანსაცმლის ნიმუშები. ამასთანავე სწავლობდა საჭადრაკო თეორიებს საქართველოში, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იკვლევდა საკითხს "ჭადრაკი საქართველოში" და სტატიების სახით აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. II მსოფლიო ომის დროს დაუბრუნდა პროპაგანდის თემას და ხელმძღვანელობდა თბილისის წითელი არმიის სახლის სატირის ფანჯარას. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული გერბების შექმნის ისტორიას. ქართული ჰერალდიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი წიგნი ჰერალდიკის შესახებ გამოიცა სხვადასხვა სახელწოდებით: "ქართული ჰერალდიკის ალბომი" (1947), "ძველი ქართული ჰერალდიკა და ხეთო-ივერო - ქართველური სიმბოლიკა" (1970), "მასალები ძველი ქართული სიმბოლიკის და ჰერალდიკის საკითხისათვის" (1970), "ქართული ჰერალდიკური სიმბოლიკა" (1980). 2010 საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამოსცა წიგნი მის შესახებ: "მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა". ჰერალდიკის სპეციალისტი, ჭადრაკის ისტორიის მკვლევარი.

წყარო: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Bibliography


Share: