შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1931 წელს. მუშაობა დაიწყო საწარმოო დაწესებულებებში - ამიერკავკასიის გეოლოგიურ სამმართველოში, კავკასიის ფერად ლითონთა ძიების ტრესტში, ჯერ გეოლოგიური პარტიების უფროსად და ტექნიკურ ხელმძღვანელად, შემდეგ ტრესტის მთავარ გეოლოგად; 1926-1953წწ. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შესწავლილ იქნა კავკასიის უმნიშვნელოვანესი ფერად და იშვიათ ლითონთა საბადოები ჩრდილო კავკასიაში (ურუპი, კტიტებერდა, სადონი და სხვ.), სომხეთში (კაჯარანი, აგარაკი, კაფანი, შამლუგი), აზერბაიჯანში (პარაგაჩაი, დაშკესანი). საქართველოში მის მიერ შესწავლილ დ დაძიებულ იქნა მერისის სპილენძპოლიმეტალური, კვაისის პოლიმეტალური და ზემო რაჭის იშვიათ ლითონთა საბადოები; მის მიერაა გამოვლენილი რიგი საბადოებისა მერისის, კვაისისა და კაჯარანის ფართობებზე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი საწარმოო პოტენციალი. წარმოებაში მუშაობასთან ერთად, ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების კათედრაზე; 1933 წლიდან იყო კათედრის ასისტენტი; 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა სასარგებლო წიაღისეულის განყოფილება და ამ განყოფილების გამგე გახდა; პარალელურად მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კათედრის პროფესორად, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ასპირანტებს. მისი სამეცნიერო შრომები შეეხება საქართველოს მადნეულ საბადოთა გეოლოგიის მაგმატიზმის და მეტალოგენის საკითხებს. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, ორი მონოგრაფიის; შედგენილი აქვს სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის. შეიმუშავა ახალი, კოსმოგენური ჰიპოთეზა მანგანუმის გამადნების წარმოშობისა, რითაც მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერების მხარდაჭერა მოიპოვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარა-იმერეთის ქედის ინტრუზიები და მადანგამოვლინებები", დაიცვა 1944 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ინტრუზიები და მადანგამოვლინებები", დაიცვა 1955 წელს. წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.286; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.113-114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |