Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი ვეიდენბაუმი![]()
Biographyდაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება კანდიდატის ხარისხით 1871 წელს. მსახურობდა ნიკოლაევში და ოდესაში. 1877 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1877 წლის სექტემბრიდან კავკასიელ მთიელთა სამმართველოში ასრულებდა განყოფილების უფროსის მოვალეობას; 1881 წელს დაინიშნა კავკასიის სამხ.-სახ. სამმართველოს, ხოლო 1883 წლიდან მთავარმართებლის სამხ.-სახ. სამმართველოს კანცელარიის განყოფილების უფროსად; 1906 წლის აპრილიდან იყო კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი; 1916 წლის მაისში ავადმყოფობის გამო გადადგა სამსახურიდან; 1917 წლის იანვრიდან გარდაცვალებამდე განაგებდა კავკასიის მუზეუმის ბიბლიოთეკას; 1881 წელს დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება; იმავე წელს მონაწილეობდა თბილისში მოწვეულ V არქეოლოგიური ყრილობის მუშაობაში, იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების (შეიქმნა 1901 წელს) კავკასიის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მის ნაშრომებში განხილულია კავკასიის ხალხების ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, კულტურული და ა. შ. საკითხები. მას წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიის შესწავლაში. გამოაქვეყნა შრომები რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ. სწავლობდა ქართული პრესის ისტორიის საკითხებს. თარგმნა უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. იკვლევდა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვ. ცხოვრება-მოღვაწეობას. ევგენი ვეიდენბაუმის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი, რედაქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.236 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |