Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ვაჩნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ვიოლინოს განხრით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს. 1960-1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1994 წლიდან იყო ამერიკული რადიოსადგურის "სვობოდას" კოლუმნისტი და კორესპონდენტი თბილისში. ეთერში გავიდა მისი 200-ზე მეტი მხატვრული გადაცემა. 2004-2008 წლებში რადიო "თავისუფლების" ეთერში მიჰყავდა ყოველკვირეული საავტორო გადაცემა "მუსიკა, მუსიკა", რომელმაც ავტორის პროფესიონალიზმისა და დახვეწილი გემოვნების, აგრეთვე გადმოცემის მაღალი კულტურის გამო დიდი პოპულარობა მოიპოვა. გამოცემულია იური ვაჩნაძის მხატვრული რადიო-გადაცემების კომპაქტ-დისკების ალბომი (2010), ორენოვანი წიგნი "ქართულ-რუსული კონტრაპუნქტი"(2011), აგრეთვე პოეტური კრებულები "ბედ-იღბლის საზომით" (2012), "ჩემი ფაეტონი" (2013), "საუბრები მუსიკაზე" (2013). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |