The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მამისაშვილი

ნინო მამისაშვილი
Date of birth:29 March, 1932
Date of death:10 January, 2021  (at 88 years)
Burial location:თბილისი
Category:Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა 1951 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1957-1993 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" ჯერ რედაქტორად, შემდეგ უფროს რედაქტორად, ხოლო 1979 წლიდან - რედაქციის გამგედ.

არის ალექსანდრე ტოროტაძის მიერ შედგენილი მოკლე რუსულ-ქართული ლექსიკონის (რედაქტორი პროფ. სიმონ ყაუხჩიშვილი) პირველი გამოცემის გამომცემლობის რედაქტორი. მანვე შეასწორა და შეავსო ამ ლექსიკონის მეორე გამოცემა. ალექსანდრე ტოროტაძესთან ერთად არის აგრეთვე რუსულ-ქართული პოლიგრაფიული ლექსიკონის თანაშემდგენელი. 

მუშაობდა თარგმანის სფეროში - როგორც მხატვრული თარგმანის, ასევე სამეცნიერო-პოპულარული თარგმანის ჟანრში. მის თარგმანებს შორისაა ჯერალდ დარელის "მთვრალ ტყეში", ჯეი დაისის "ვაშინგტონის ისტორია", კორა სანდელის "მტვრიანი შარაგზის პირას", ან და სერჟ გოლონების "ანჟელიკა" და "ანჟელიკა ახალ სამყაროში", ი. კრიველევის "წიგნი ბიბლიაზე", ა. ვარშავსკის "ქალაქები საიდუმლოს გვიმხელენ", მ. არლაზაროვის "თქვენს სახელზე წერილია", ე. ველტისტოვის "ელექტრონა ბიჭი". მის მიერ თარგმნილი კორა სანდელის მოთხრობების კრებული "მტვრიანი შარაგზის პირას" ელექტრონული ფორმით არის გამოქვეყნებული ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" (2017). ნინო მამისაშვილს ეძღვნება და მის შესახებ მოგვითხრობს ქეთი ტოროტაძის წიგნები "ნინოს ცხოვრება" (2021) და "როცა მზე ჩადის" (2023).

Member of Organizations

  • სსრკ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1970-1990)

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: