The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კირილე ვეკუა

კირილე ვეკუა
Date of birth:17 May, 1891
Date of death:28 June, 1968  (at 77 years)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა კლასიკური გიმნაზია 1915 წელს. შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე

ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას რევოლუციონერ სტუდენტობას მიემხრო; 1917 წელს ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში; აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში; 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როგორც საოკუპაციო რეჟიმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე, დააპატიმრეს და 1922 წელს სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად საქართველოდან გააძევეს; 1922 წლის დეკემბერში ბერლინში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა; 1924 წელს სწავლა გააგრძელა გეტინგენის უნივერსიტეტში, დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი; 1931 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით; 1935–1952წწ. მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საღებავების ლაბორატორია. სიცოცხლის ბოლო წლებში ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა რამდენიმე ათეული სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი; ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1989 წელს წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფ. გურამ შარაძემ და შესანახად ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) ჩააბარა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.238


Share: