Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა ვერულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1975–1985წწ. მუშობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კათედრაზე; 1985 წელს დააარსა "მშენებლობასა და არქიტექტურაში ავტომატიზებული პროექტირების" კათედრა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. მისი სამეცნიერო კვლევის მიმართულებაა განაწილებულ-პარამეტრებიანი ობიექტების ოპტიმალური მართვის საკითხები, რთული ტექნიკური ობიექტების იდენტიფიკაციის თეორია, სტოქასტიკური სისტემების მათემატიკური მოდელირება. მან დაამუშავა შენობათა სეისმომედეგობის გაანგარიშების ახალი პრინციპი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი მართვის სისტემების დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.252 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |