The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუზა ვერულავა

იუზა ვერულავა
Date of birth:1 June, 1944
Date of death:1 January, 2009  (at 64 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1965 წელს.

მუშაობა დაიწყო ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1975–1985წწ. მუშობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კათედრაზე; 1985 წელს დააარსა "მშენებლობასა და არქიტექტურაში ავტომატიზებული პროექტირების" კათედრა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. მისი სამეცნიერო კვლევის მიმართულებაა განაწილებულ-პარამეტრებიანი ობიექტების ოპტიმალური მართვის საკითხები, რთული ტექნიკური ობიექტების იდენტიფიკაციის თეორია, სტოქასტიკური სისტემების მათემატიკური მოდელირება. მან დაამუშავა შენობათა სეისმომედეგობის გაანგარიშების ახალი პრინციპი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი მართვის სისტემების დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.252

Member of Organizations

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2002-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: