The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ვაჩნაძე

სიმონ ვაჩნაძე
Date of birth:15 February, 1888
Date of death:4 April, 1959  (at 71 years)
Category:Linguist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სალვურ-რუსული განყოფილება 1918 წელს.

1930 წლამდე ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს თბილისის I კლასიკურ გიმნაზიასა და საშუალო სკოლებში. 1930 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის (შემდეგ რუსული ენის) კათედრაზე. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა რუსული ენის კათედრას თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იმავე წლებში იყო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში და ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. იკვლევდა რუსული ენის ისტორიასა და თანამედროვე რუსული ენის, რუსული და ქართული ენების შეპირისპირებითი შესწავლის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია "რუსულ-ქართული შეპირისპირებითი გრამატიკის სინტაქსის საკითხები" (რუსულ ენაზე, 1970). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე შრომები რუსული ენის წსავლების მეთოდიკის საკითხებზე. სიმონ ვაჩნაძე იყო "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მთავარი რედაქციის წევრი და V ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1971). მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1937 წელს გამოცემული "რუსულ-ქართული ლექსიკონის" შედგენაში. იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ შედგენილი"რუსულ-ქართული ლექსიკონის" (ტ. 1-3, 1956-1959) სარედაქციო კოლეგიის წევრი (ლექსიკონის მე-3 ტომს ერთვის მისი "რუსული ენის მოკლე გრამატიკული მიმოხილვა"). ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), რუსისტი, ლექსიკოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.211

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რედაქტორობისათვის

Bibliography


Share: