Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ვაწაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1924–1926წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო კომისრის მოადგილე; 1926–1929წწ. მუშაობდა ბერლინში რონას ლაბორატორიაში და კილში ჰებერის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; 1930–1931, 1932–1936წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1930–1945წწ. ამავე ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 1936–1945წწ. საქართველოს ჯანდაცვის სახ. კომისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი; 1956–1971წწ. განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიას; 1943 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ნატურალური კუჭის წვენის დასამზადებელი საამქრო თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში. შეისწავლა ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის მნიშვნელობა შარდის გამომუშავებისას; წყალტუბოს, ბორჯომისა და ჯავის მინერალური წყლების გავლენა საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. გამოიკვლია რენდგენის სხივების გავლენა ნერვული უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შედგენილობაზე. ფიზიოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1932), პროფესორი (1935). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.215 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |