The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ვაჩნაძე

ვახტანგ ვაჩნაძე
Date of birth:20 June, 1929
Date of death:2018  (at 88 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბობრუისკი, ბელარუსი.

დაამთავრა ს. ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1953 წელს.

მუშაობა დაიწყო ქ. კალინინიგრადის (მოსკოვის ოლქი, ამჟამად ქ. კოროლიოვი) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1964-1966 წლებში იყო ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს რეაქტიული ძრავების წარმოების საამქროს უფროსი, 1966-1974 წლებში ექსპერიმენტული მანქანათმშენებლობის ქარხნის მთავარი ინჟინერი. 1974 წელს დანიშნეს სსრკ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთავარი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად. 1977-1991 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ენერგიის" გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმოსური ხომალდები "სოიუზი" და "პროგრესი", ორბიტული სადგური "სალუტი", ორბიტული კომპლექსი "მირი". მას დიდი წვლილი მიუძღვის კოსმოსთან დაკავშირებულ როგორც სამხედრო, ასევე სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. მომდევნო პერიოდში ქ. კოროლიოვში არსებული კოსმონავტიკის კომერციულ-ტექნიკური ცენტრის "კოსმოსის" გენერალური დირექტორი იყო და პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში. არის ამავე ცენტრის საპატიო კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.208

Member of Organizations

  • კ. ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემია , ნამდვილი წევრი (1998-)

Awards and Honors

  • 2005 - ქალაქ კოროლიოვის საპატიო მოქალაქე
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1960 - ლენინური პრემია

Share: