შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბობრუისკი, ბელარუსი. დაამთავრა ს. ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1953 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. კალინინიგრადის (მოსკოვის ოლქი, ამჟამად ქ. კოროლიოვი) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1964-1966 წლებში იყო ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს რეაქტიული ძრავების წარმოების საამქროს უფროსი, 1966-1974 წლებში ექსპერიმენტული მანქანათმშენებლობის ქარხნის მთავარი ინჟინერი. 1974 წელს დანიშნეს სსრკ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთავარი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად. 1977-1991 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ენერგიის" გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმოსური ხომალდები "სოიუზი" და "პროგრესი", ორბიტული სადგური "სალუტი", ორბიტული კომპლექსი "მირი". მას დიდი წვლილი მიუძღვის კოსმოსთან დაკავშირებულ როგორც სამხედრო, ასევე სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. მომდევნო პერიოდში ქ. კოროლიოვში არსებული კოსმონავტიკის კომერციულ-ტექნიკური ცენტრის "კოსმოსის" გენერალური დირექტორი იყო და პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში. არის ამავე ცენტრის საპატიო კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.208 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |