The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო ვაჩეიშვილი

სანდრო ვაჩეიშვილი
Legal name:ალექსანდრე ვაჩეიშვილი
Date of birth:31 October, 1960
Date of death:15 August, 1992  (at 31 years)
Burial location:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1984 წელს.

1984-1987წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფ. ძველი ქანდის (ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში და 1987-1992წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები (1987, თბილისი, მხატვრის სახლი); საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (1988, თბილისი, აბანოთუბანი); საქართველოს მხატვართა გამოფენა (1988, მოსკოვი, მანეჟი); ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა (1991, თბილისი, მხატვრის სახლი); პერსონალური გამოფენა (1993, თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი); "გამოფენა-კონტრასტი"(1999, თბილისი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); პერსონალური გამოფენა (2001, თბილისი, გალერეა "TMS-ი"). მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის სიცხადე და ფაქიზი კოლორიტი, ფორმის ძიების თვალსაზრისით ის ნოვატორია. შექმნილი აქვს პორტრეტების, აბსტრაქციების, მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციების ვრცელი სერიები. მთავარი თემა ადამიანის ჰარმონიულობაა. გამოცემულია მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი (2001, თბილისი). მოხალისედ იბრძოდა სამაჩაბლოსა (1991 წლის დეკემბერი) და აფხაზეთში (1992); დაიღუპა დაბა განთიადში მოწინააღმდეგის პირველი საბრძოლო დესანტის გადასხმის დროს. ფერმწერი, გრაფიკოსი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206

Awards and Honors

  • 1995 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (სიკვდილის შემდეგ)

Share: