შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ საფარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვიოლონჩელო, სიმფონიური დირიჟორობა). 1958-1992წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის მუსიკალური სკოლისა და მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვიოლონჩელო, კამერული ანსამბლი), პროფესორი, კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი: გ. ჯაფარიძე პიესა 13 ინსტრუმენტისათვის(1969, პირველი შესრულება), ტ. ბაქრაძე საფორტეპიანო ტრიო N2(1972, პირველი შესრულება, ვიოლონჩელოს პარტია), ს. ნასიძე სიმფონია N3 "კამერული"(1978, გერმანია ქ. ზაარბრიუკენი), ო. თაქთაქიშვილი "იუმორესკა"; სხვა რეპერტუარი: ვივალდი პატარა სიმფონია C-dur, მოცარტი სიმფონია D-dur, შუბერტი 4 მენუეტი და ტრიო, დამუშავებული კამერული ორკესტრისათვის, სტრავინსკი "აპოლონ მუსაგეტი"; მიღებული აქვს 1978 - ჰ. ფონ კარაიანის სახელობის კონკურსის ოქროს მედალი, გრან-პრი (1978, ვენა ). გასტროლები: საფრანგეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია; ვიოლონჩელისტი, საქართველოს სახელმწიფო ტრიოს წევრი, პიანისტი-იმპროვიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 425
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |