The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ვაწაძე

იოსებ ვაწაძე
Date of birth:4 October, 1885
Date of death:16 January, 1948  (at 62 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბრაუნშვაიგის (გერმანია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1906 წელს და მიიღო ინჟინერ-მანქანათმშენებლის წოდება.

1909–1912წწ. მუშაობდა გერმანიაში მანქანათმშენებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1912 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1912–1918წწ. იყო თბილისის წყალსადენის სახელოსნოების გამგე, ავჭალის სატუმბო სადგურის უფროსი, ხოლო 1918–1924წწ. - თბილისის ტრამვაის პარკის მთავარი ინჟინერი. შეისწავლა დასავლეთ საქართველოს წყლის რესურსები, მისი ინიციატივით დაიწყო რიონჰესის მშენებლობა. საქართველოში მშენებლობების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობდა მისი კონსულტაციითა და უშუალო მონაწილეობით. მათ შორის, აღსანიშნავია: რიონჰესი; ზესტაფონის ფეროშენადნობთა, კასპის ცემენტის, გორის საკონსერვო და სხვა ქარხნები; თბილისის მაუდის ფაბრიკა; თბილისის თბოელექტროცენტრალი; სამი მსხვილი აბრეშუმსახვევი ფაბრიკა ქუთაისში, ხონსა და ოზურგეთში; ნატახტრის წყალსადენის ქსელი თბილისში; ფოთის წყალსადენი და სხვა. იყო თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1922) და მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, აქვე ხელმძღვანელობდა გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათა ნაწილების კათედრას. ლექციებს კითხულობდა, აგრეთვე, ამიერკავკასიის სატყეო ინსტიტუტში (1930). 1936 წლიდან ამავე ინსტიტუტში იყო მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანი. 1938 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. პროფესორი (1936),  მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.215


Share: