The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონ ვაწაძე

სპირიდონ ვაწაძე
Date of birth:24 October, 1857
Date of death:4 March, 1923  (at 65 years)
Category:Medical Doctor, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღვარდია, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1883 წელს.

1883–1891წწ. იყო თბილისის ნიჟნეგოროდსკის პოლკის ჰოსპიტლის ექიმ-ორდინატორი, ხოლო 1891 წლიდან – მთავარი ექიმი. პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები. მისი თაოსნობით ავლაბარში (ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე) გაიხსნა 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი; 1904 წელს თბილისში პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი მრავალპროფილური 53-კაციანი კომისია; 1908 წელს მისი უშუალო ინიციატივით ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე, რასაც 1911 წელს მოჰყვა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1891), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1898), ექიმი-ინფექციონისტი.

დისერტაციის თემა - "ჯანმრთელი და ავადმყოფი კუჭის ფუნქციაზე და შარდის მჟავობაზე ტუტე-მარილიანი მინერალური წყლების (ესენდუკი N17 და ბორჯომის წყალი) გავლენის შესახებ", დაიცვა 1891 წელს.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.216

Member of Organizations

  • კავკასიის ექიმთა საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

Share: