The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე ანჩელი (მთავარეპისკოპოსი)

სხვა სახელი:რკინელი
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ანჩის  მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII სს.) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ანჩისხატის ხატის წარწერიდან ირკვევა, რომ ის იოანე ანჩელს მოუჭედინებია თამარ მეფის ბრძანებით. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი" (კიდურწერილობა - "საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი"), რომელიც მოსე ჯანაშვილმა გამოსცა 1903 წელს. ჰიმნოგრაფი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 188;წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.309-310


გააზიარე: