Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე სარაჯევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. 1877-1886წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები ვ. კ. ფიტცენჰაგენი(ვიოლონჩელო), პ. ი. ჩაიკოვსკი(ჰარმონია), ს. ი. ტანეევი(ფორმის ანალიზი), ნ. ა. გუბერტი(კონტრაპუნქტი, ფუგა). 1881 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და ანსამბლისტი; 1886 წლიდან РМО-ს ქ. ტამბოვის განყოფილების მუსიკალურ კლასებში ასწავლიდა ვიოლონჩელოსა და თეორიულ საგნებს; 1887 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, როგორც სოლისტი, სოლისტი-კონცერტანტი, ანსამბლისტი, პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო, მუსიკის თეორია, სოლფეჯიო), გამოდიოდა სიმფონიურ კონცერტებში, იყო ლოტბარი, სიმებიანი კვარტეტის, ტრიოს უცვლელი წევრი, აგროვებდა და იწერდა ქართულ ხალხურ სიმღერებს; პირველი ქართული მცირე ფორმის ვიოლონჩელოს ნაწარმოების ავტორი; თბილისში გამართულ სოლო და სიმფონიური კონცერტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1891 წლის სიმფონიური კონცერტი(დირიჟორი პ. ი. ჩაიკოვსკი, მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვი); მის რეპერტუარში შედიოდა ჩაიოკოვსკის "ვარიაციები როკოკოს თემაზე", ბეთჰოვენის(სიმებიანი კვარტეტის პირველი ქართველი შემსრულებებლი), შოპენის, გრიგის და სხვათა ვიოლონჩელოს სონატები; ივანე სარაჯიშვილის ბიძაშვილია საოპერო მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, რომელიც ბავშვობაში ივანესთან იღებდა ვიოლონჩელოს გაკვეთილებს; პირველი ქართველი პროფესიონალი ვიოლონჩელისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 423
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |