Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი საყვარელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(საფორტეპიანო). 1956-1959წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959-1969წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1969 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959-1970წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის კონცერტმაისტერი, 1964-1984წწ. პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო), 1989 წლიდან დოცენტი; თხზულებები: სიმღერები, რომანსები, პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, "ვალსი"(1985, შესრულდა ფესტივალზე მუსიკოსები ხუმრობენ), საბავშვო სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები, ქართველ კომპოზიტორთა საორკესტრო ნაწარმოებების გადამუშავება ფორტეპიანოსათვის; პიანისტი, კონცერტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 426 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |