The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ (მიტროპოლიტი)

ვახტანგ
Legal name:ბადრი ახვლედიანი
Date of birth:25 November, 1953  (70 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლასურა, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი.

 სწავლობდა და მსახურობდა კიევის უმაღლეს სამხედრო-საინჟინრო საავიაციო სასწავლებლის სამხედრო ძალებში; 1975–1978წწ. სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1977 წელს ეკურთხა დიაკვნად და დადგინდა თბილისის სიონის ტაძრის ღვთისმსახურად; 1978 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად, მოგვიანებით მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახური იყო; 1980 წლის 15 ოქტომბერს დეკანოზის ხარისხი მიენიჭა; 1982 წლის 1 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში; 1982 წლის 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა აგარაკ-წალკის ეპარქიაში; 1984 წლიდან განაგებდა ჭყონ-დიდის, ხოლო 1988 წლიდან – ურბნისის ეპარქიებს; 1992 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში; 1995 წლიდან იყო სამთავისისა და გორის ეპარქიის, 2001 წლიდან – საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის მმართველი, ხოლო 2002 წლის 17 აგვისტოდან განაგებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას. 2009 ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. სასულიერო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.230; საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge

Awards and Honors

  • 2007 - წმინდა გიორგის ორდენი

Share: