The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერაფიმა ვეკუა

Date of birth:21 August, 1912
Date of death:19 January, 2000  (at 87 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ურმია, ირანი.

დაამთავრა თბილისის მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდია 1930 წელს.

1931–1935წწ. ცეკვავდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში; 1936–1939წწ. სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში (პედაგოგები – ა. ვაგანოვა და მ. რომანოვა); 1939–1943წწ. ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1943–1959წწ. კვლავ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, პარალელურად – საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორიც. თავისი საბალეტო მოღვაწეობისას შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი სოლო პარტია როგორც საბალეტო, ისე საოპერო სპექტაკლებში. მისი შესრულება გამოირჩეოდა აქტიორული ოსტატობით, გამომსახველობით. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში წამყვან პედაგოგად. 1964–1972წწ. იყო ამ სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.238

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: