The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ვერულაშვილი

ეკატერინე ვერულაშვილი
Date of birth:27 July, 1917
Date of death:28 September, 1973  (at 56 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ხაშურის, გორისა და თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში, ხოლო 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. შექმნა სახასიათო და კომედიურ სახეთა მთელი გალერეა: ქაბატო (ა. ცაგარლის "ხანუმა), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), სოფი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მუზა (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), კეკელა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის  ასული"), დარო (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძელი"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ნინო (შ. ნარსიას "გრძნობის ჭიდილი"), ირინა  პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), პორტაპოვნა (ა. ოსტოვსკის "უმზითვო"), მართა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია ილიკო და ილარიონი") და სხვ.; კინოფილმებში შეასრულა ოცამდე სახასიათო როლი, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასიდედრო (მ. კობახიძის "ქორწილი", 1964), დამსვენებელი ქალი ("წარსული ზაფხული", 1959), მეზობელი ("კეთილი ადამიანები"; 1961), ჭორიკანა ("მალე გაზაფხული მოვა", 1967), დედა ("ალადინის ჯადოსნური ლამპარი", 1967)  "ცეროდენა რაინდები", "ვინ შეკაზმავს ცხენს", "მალე გაზაფხული მოვა", "დიდედები და შვილიშვილები", "მოლოდინი" და სხვ. აღიარებულია ეპიზოდური როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.253; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.68-69

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: