შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილლი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალოთ გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნა 1955 წელს. 1992-1994წწ. მუშაობდა "საქნავთობის" დეპარტამენტის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო- კვლევით და საპროექტო ცენტრში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1994-1996წწ. დირექტორად; 1996-2005წწ. გენერალური დირექტორია; 2005-2007წწ. "საქნავთობის" საექსპერტო-ანალიტიკური მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მისი ძირითადი შრომები ეხება ნავთობისა და გაზის მოპოვების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). მიღებული აქვს საქართელოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის საპატიო წოდება. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.703; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |