შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნეპრინცევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი 1902 წელს. 1914-1917წწ. მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში საერობო, საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის სათათბიროს წევრად; აშენებდა სადგურების შენობებსა და რკინიგზასთან დაკავშირებულ სხვა ნაგებობებს. ნამუშევრები: 1910-1911წწ. თბილისში-სომხური სემინარია არსენალის მთაზე. 1911-1912წწ. ცენტრალური სატელეფონო სადგურისა და ცენტრალური ტელეგრაფის შენობა. 1912-1913წწ. ყოფილი რეალური სასწავლებელი უ. ჩხეიძის ქუჩაზე. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ააგო მრავალი შენობა, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის N1 კორპუსი (1941-1954წწ. ყოფილი თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი). წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.390; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.458
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |