The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესიკ სვანიძე

ბესიკ სვანიძე
Legal name:ბესარიონ სვანიძე
Date of birth:2 May, 1930  (94 years)
Category:Dancer, Educator, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1945 წლიდან იყო ქ. ბათუმის პიონერთა პარკთან არსებული ანსამბლის მოცეკვავე (ქორეოგრაფი ალ. ჯიჯეიშვილი); 1946 წლიდან ბათუმის N2 საშუალო სკოლასთან არსებული ანსამბლის მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ე. ხაბაძის ასისტენტი, პარალელურად (1949-1950) აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი (ქორეოგრაფი ე. ხაბაძე); 1952 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ანსამბლ "გორდა"-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და ცეკვების დამდგმელი, ანსამბლს სამუდამო მფლობელობაში გადაეცა დ. ჯავრიშვილის სახელობის გარდამავალი პრიზი; 1960-1962წწ. საქართველოს რკინიგზელთა სახლის თვითმოქმედ ქორეოგრაფიული წრის პედაგოგი; 1978 წელს სახალხო ანსაბლი "გორდა" ჰავანის სტუდენტ-ახალგაზრდობის XI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო 1986 წელს დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებით ანსამბლ "გორდას" საქართველოს ცეკვის დამსახურებული ანსამბლის წოდება მიენიჭა; საკავშირო ფესტივალების ექვსგზის, საერთაშორისო ფესტივალების ორგზის ლაურეატი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 428; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.139

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია (სახალხო ანსამბლი "გორდა")
  • 1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია (სახალხო ანსამბლი "გორდა")

Share: