Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვირშელი იოანეს ძე![]()
Biographyცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი. ერისთავობის პირველსავე წელს ააშენა წმ. ნიკოლოზის ქვიტკირის ეკლესია; შემოიმტკიცა დვალები, მნაველები, თრუსოსხეველები, მოხევეები, ფადელ-ცხვატელნი. თემურლენგის 1400 წლის შემოსევის დროს, გიორგი VII-ის დასავლეთ საქართველოში გადასვლის შემდეგ, დედაწულით ბეხუშის ციხეში შეიხიზნა. თემურლენგს ბურდიასშვილი ვირშელი გამოუძღვა და მტრის ლაშქარმა "შემუსრა ყოველი ციხენი და დააქცივნა ყოველნი საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი". მაშინ ვირშელმა ხიზნები ქნოღოს ციხეში გადაიყვანა, თვითონ ბუხუშის ციხესთან შეება მტერს, ხეობის ვიწროებში დაამარცხა თემურლენგის ლაშქარი და გამარჯვებული მიბრუნდა ქნოღოს ციხეში. მტრის შემოსევით ისარგებლეს დვალებმა და უღალატეს მას. ლიხთ-იმერეთიდან გადმოსულმა გიორგი მეფემ და ერისთავმა ამის გამო დვალებზე გაილაშქრეს, დაამარცხეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი და "დაფლული მრავალი განძი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.277
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |