The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე სირბილაძე

კონსტანტინე სირბილაძე
Date of birth:2 January, 1905
Date of death:1977  (at 71 years)
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1923 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1938 წელს(ინსტრუმენტული ფაკულტეტი).

1925 წლიდან იყო ქ. ქუთაისის რკინიგზასთან არსებული სასულე ორკესტრის დირიჟორი; 1930 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ორკესტრის დირიჟორი და ინსპექტორი; 1931-1937წწ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; სხვადასხვა წლებში თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაოგი(1938-1941), თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების გამგე და პედაგოგი; 1941-1944წწ. საქართველოს სახელმწიფო რადიოკომიტეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი; 1944-1949წწ. საქართველოს ფილარმონიის საორკესტრო ბიუროს დირექტორი; 1949-1965წწ. მუსკომედიის თეატრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, მუსიკალური კომედიები: რ. ლაღიძე "მეგობრები", გ. ცაბაძე "სიყვარულის სიმღერა", "ბრწყინვალე მომავალი", "ჩვენი ნაცნობები", "ტრფობის ბადეში", "მიყვარს ჩემი ქუჩა", ნ. გუდიაშვილი "შეხვედრა აგარაკზე", "საჩუქარი", შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე", "სასიძოები", "დალი", ი. გეჯაძე, "ორი რეკორდი", შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", შ. ჯოჯუა "ორი ქალიშვილი"; სხვა რეპერტუარი: მილიუტინა "ტრემბიტა", ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალანი", კალმანი "სილვა".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 433

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: