The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ვეზირიშვილი

Date of birth:1 August, 1866  (157 years)
Date of death:19??
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოსიაური, ყოფილი გორის მაზრა.

საერთო განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1885 წელს. დაამთავრა კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია (1-ი თანრიგით).

მსახურობდა 156-ე ელისავეტპოლის (შემდგომში განჯა) ქვეით პოლკში. 1905-1907 წლებში იყო სამხედრო-სასამართლო თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი. 1907 წელს დაინიშნა სამხედრო პროკურორის თანაშემწედ. 1907-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად. 1911 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ, ამავე წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო პროკურორი. 1921 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა XX საუკუნის I ნახევარში, საფრანგეთში. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1919).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.235;  სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.30

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1909 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: