შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფშაველი, თელავის რაიონი. 1902 წელს სცენაზე პირველად გამოვიდა ავჭალის სახალხო თეატრის წარმოდგენაში; 1906 წელს საფუძველი ჩაეყარა სახალხო სახლს ჭიათურაში, სადაც ხშირად გამოდიოდა სცენაზე; 1921 წელს დაინიშნა ჭიათურის თეატრის დირექტორად; ამავე დროს განაგრძობდა მსახიობად მუშაობას; 1927 წელს თეატრის პარალელურად სამთამადნო მუშა-მოსამსახურეთა კავშირის კლუბის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობს; გ. ნუცუბიძე ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობია; მისი შემოქმედება მრავალფეროვანი იყო: გივი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), გიჟუა, კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გენერალი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), თავადი წერეთელი (ა. წერეთლის "ბაში აჩუკი"), ფილიპე (ნ. შიუკაშვილის "მზე შინა და მზე გარეთა"), საბა ბერი, ანანია, ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), და სხვა. მოღვაწეობდა ქართულ პრესაში, იყო ჟურნალ "ეშმაკის მათრახისა" და სხვა იუმორისტული ჟურნალების თანამშრომელი. ავტორია წიგნისა "ჭიათურის მუშათა თეატრი". წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.490; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.82; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.72; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |