Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარია ვედრებისელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვედრება, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბაქოს ქალთა გიმნაზია პედაგოგიკის განხრით და იქვე დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. აქტიურად ჩაება ბაქოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 90-იანი წლებიდან დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა. მოთხრობებსა და ნარკვევებს აქვეყნებდა ბაქოს, თბილისისა და პეტერბურგის რუსულ პრესაში. 1898 წელს ჟურნალ "რუსსკოე ბოგატსტვოში" დაიბეჭდა მისი მოთხრობა "ხიზნები", რომელსაც ინტერესით შეხვდა რუსეთის ლიტერატურული წრეები. 1908 წელს პეტერბურგში ნ. გორბუნოვის გამომცემლობამ გამოსცა მისი მოთხრობების კრებული-"ხელუხლებელი კუთხე" (1912, თბ.,II გამოცემა). დარია ვედრებისელს შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ და რუს მოღვაწეებთან - ვ. კოროლენკოსთან, ნ. მიხალკოვსკისთან, დ. ოვსიანიკო-კულიკოვსკისთან, ე. გაბაშვილთან, გ. თუმანიშვილთან, ნ. ნაკაშიძესთან, ა. ერისთავ-ხოშტარიასა და სხვებთან. ანატოლი კალგინის მეუღლე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.235; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge.-გვ.15 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |