| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ I გურიელი![]()
Biographyვახტანგ I გურიელი იყო გურიის მთავარი 1583-1587 წლებში. გამთავრებამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე. მთავრად დასვა სამეგრელოს მთავარმა მამია IV დადიანმა, რომელმაც დაამარცხა გიორგი II გურიელი. ვახტანგ I გურიელის ცოლი იყო ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი. ჰყავდათ შვილები თამარი და ქაიხოსრო. 1587 წელს ოსმალთა მხარდაჭერით გიორგი გურიელმა ვახტანგი ჩამოაგდო და ტახტი დაიბრუნა. ვახტანგ გურიელმა ააგო შემოქმედის სამონასტრო კომპლექსში ზარზმის სახელობის ეკლესია. დაკრძალულია იქვე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.228
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

