შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი პაპალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოტექნიკური განყოფილება 1931 წელს. 1936-1974წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრას. დიდი როლი შეასრულა საქართველოში გენეტიკის განვითარების საქმეში. ძირითად ნაშრომებში განხილულია ზოგადი და რადიაციული გენეტიკის, აგრეთვე ცხოველთა (თუთის აბრეშუმხვევია, ქართ. ცხვარი) და მცენარეთა (სიმინდი) კერძო გენეტიკის საკითხები. შეიმუშავა მრავალტაროიანი სიმინდის გენეტიკური ტიპების შექმნის გზები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), გენეტიკოსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.667 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |