The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ III გურიელი

Date of birth:17??
Date of death:1805
Category:Nobleman

Biography

ვახტანგ III გურიელი იყო გურიის მთავარი 1792-1797 წლებში, გიორგი V გურიელის ვაჟი. 1788 წელს საბატონიშვილო მამული მიიღო მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს 500 კომლი ყმა-გლეხითა და აზნაურით. შემდეგ მიითვისა საჯუმათლოს ყმა-მამულიც და ეურჩებოდა ძმას - სიმონ  გურიელს. 1792 წელს გურიელად დასვა სოლომონ II-მ. 1794 წელს სოლომონ II-ის წინააღმდეგ მებრძოლ დავით გიორგის ძეს მიემხრო. სოლომონ II-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებს დაუახლოვდა. 1797 წელს ძმამ, ქაიხოსრომ, გადააყენა და კვლავ საბატონიშვილოზე დასვა. ვახტანგ III გურიელი განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის, რის გამოც იგი ქაიხოსრომ შეიპყრო და გურიიდან გააძევა. ვახტანგ III გურიელმა ახალციხის ფაშას, სელიმს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს სელიმმა იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პავლე ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა. 1805 წელს საბატონიშვილო მამული დაიბრუნა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ვახტანგის შვილიშვილი იყო პოეტი მამია გურიელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.228


Share: