შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სკანდარნოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ლექსებს წერდა ქართულ ენაზე; საიათნოვას მიბაძვით დაირქვა სკანდარნოვა; დ. გივიშვილის თანამედროვე და ლიტერატურული მეტოქე; გამოცემულია 30 პოეტური კრებული; მისი უამრავი ლექსი საფუძვლად დაედო მუსიკალურ ნაწარმოებებს და ქალაქურ სიმღერებად იქცა, მათ შორისაა: "ორთავ თვალის სინათლევ", "ახ, თვალებო, თვალებო", პირველი - "ორთავ თვალის სინათლევ" ჩაწერილია მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვის მიერ, მეორე - "ახ, თვალებო, თავალებო" დ. არაყიშვილის მიერ; სკანდარნოვას ცალკეული ლექსი (მაგალითად "ახ, თვალებო, თვალებო") გამოყენებულია ი. კეჭაყმაძის a cappella საგუნდო ციკლში 5 პარაფრაზი "ძველი თბილისის სიმღერები" (1975, ზ. ფალიაშვილის პრემია); სკანდარნოვა იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნის უაღრესად პოპულარული სომეხი სახალხო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |