შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯოვანი სკუდიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პადუა, იტალია. დამთავრა ქ. პადუას უმაღლესი საიმპერატორო-სამეფო სასწავლებელი 1831 წელს. 1837 წელს გაემგზავრა რუსეთში, მუშაობდა ქ. ოდესაში; 1846 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა, ვორონცოვმა გადმოიყვანა თბილისში და დანიშნა საქალაქო ხუროთმოძღვრის მოვალეობის შემსრულებლად; 1847 წლიდან იყო მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორი; სკუდიერი ძირითადად იმ დროს რუსეთის იმპერიაში გავრცელებულ ისტორიულ სტილში მუშაობდა: იტალიური რენესანსი, ბაროკო, რუსული კლასიციზმი; მისი პროექტით აშენდა ყოფილი ვორონცოვის(იგივე მიხეილის, შემდეგ მშრალი ხიდი) ხიდი, ქარვასლის შენობა(მაშინდელი ერევნის, შემდეგ თავისუფლების მოედანი), "სამხედრო ტაძარი"(მდებარეობდა რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, საქართველოს გასაბჭოების დროს ააფეთქეს); სკუდიერის პროექტით თბილისში აშენდა და 1851 წლის 9 ნოემბერს გაიხსნა ოპერის თეატრი - პირველი ოპერის თეატრი საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიაში, შენობა მონუმენტური მასშტაბის, შესრულებული იტალიური რენესანსის სტილში, იმ დროინდელ თბილისში ერთ–ერთ საუკეთესო ნაგებობას წარმოადგენდა; საპრემიერო სპექტაკლი იყო იტალიელი კომპოზიტორის, გაეტანო დონიცეტის ოპერა"ლუჩია დი ლამერმური"; რუსეთში მას მოიხსენიებდნენ ივან ბორისოვიჩის სახელით; სკუდიერი დაიღუპა ხარაჩოზე თბილისში, სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |