შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ისაკო მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. 1902 წლიდან რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. ლექსების წერა 1914 წლიდან დაიწყო. მისი პირველი ლექსი "ჩემი ნატვრა" I მსოფლიო ომის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მისი ლექსები ეძღვნებოდა მშრომელი ხალხის გამარჯვებას, სოციალისტურ მშენებლობას, საბჭოთა ხალხის გმირობას დიდ სამამულო ომში. ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებსა და კრებულებში ("საუნჯე ხალხური შემოქმედებისა", "ქიზიყის პოეტური ფოლკლორი" და სხვა.). მეტწილად კი ზეპირად ვრცელდებოდა მისი ლექსები "ჩვენი ქვეყანა გაწითლდა", "ლენინის ხსოვნას" და სხვა. წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.11; ხალხური მელექსე და ხალხური მეჩონგურე //კომუნისტი.-თბილისი,1940. - 15 მარტი. - N61 (5761).-გვ.4 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |