Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს(საფორტეპიანო), 1935 წელს(საკომპოზიციო). 1938-1943წწ. იყო პროფესორ ს. ბარხუდარიანის ასისტენტი; 1938-1983წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(თეორიული საგნები); 1964-1983წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია, თეორიული საგნები), 1964 წლიდან დოცენტი; თხზულებები: საბავშვო საორკესტრო სიუიტები, კამერულ-ვოკალური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, ვოკალური ციკლები, რომანსები, მათ შორის: "გულის პასუხი", "დიდება ბელადს"(1949, პირველი შესრულება), სიმღერები; სამეცნიერო შრომები: "ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა", "ქართული ხალხური სიმღერა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში", "ზ. ფალიაშვილის რომანსები", "ორხმიანობის თვისებურებები ქართულ ხალხურ სიმღერებში"; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, პიანისტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 435 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |