The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ II (აღმოსავლეთ საქართველოს მეფე)

Date of birth:12??
Date of death:12?
Burial location:გელათის მონასტერი, ქუთაისი
Category:Nobleman, Royalty

Biography

ვახტანგ II იყო აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289–1292 წლებში, დავით VI ნარინის ძე. მეფედ დასვა არღუნ ყაენმა ხუტლუბუღას რჩევით იმ ანგარიშით, რომ იგი დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღებდა დასავლეთ საქართველოს ტახტსაც. ამ გზით მონღოლთა მფლობელობაში გაერთიანდებოდა ლიხსიქითა საქართველოც. ვახტანგ II-ის აღმზრდელი ყოფილა მწიგნობარი ვინმე ფარსმანის შვილი. ვახტანგ II დინჯი და წინდახედული მმართველი, ქვეშევრდომების მიმართ მოწყალე და გულუხვი, მართლმსაჯულების პირუთვნელი დამცველი გამოდგა. მან თვითონ აიღო ხელში ქვეყნის მმართველობა და ხუტლუბუღას თვითნებობის უფლება არ მისცა, ამის გამო მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. ხუტლუბუღამ ვახტანგს დემეტრე II-ის ვაჟი დავითი (შემდგომში დავით VIII) დაუპირისპირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ვახტანგ II მოულოდნელად გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.224


Share: