Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ოკუჯავა![]()
Biographyკინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორია და თეორია (კინომცოდნეობის სპეციალობით) 1968 წელს; 1977-1978წწ. გაიარა სტაჟირება საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК) კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1973–2011წწ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი და ლექტორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი და სრული პროფესორი (2006-2011); 1993–2003წწ. 1993 წლიდან, პარალელურად - კომპანია "ქართული ტელეფილმი", კინო-ვიდეო რეკლამების და უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სატელევიზიო ფილმების კატალოგი; 2008 წლიდან საქართველოს კინოაკადემია, შემოქმედებითი პროექტების ხელმძღვანელი; 2018 წელს ეთერ ოკუჯავა არის მთავარი რედაქტორი კინოჟურნალისა "კინოფორუმი", რომელიც კინოაკადემიამ გამოსცა, 108 გვ., ორენოვანი - ქართულ - ინგლისური, მოიცავს ქართული და მსოფლიოს კინოს მიმოხილვას და ცალკეული ფილმების ანალიზს. იხ.ელ-ვერსია issuu.com; პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში მოწვეული პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის კონკურსის პირველი პრემია ნარკვევისათვის "დავით კაკაბაძე და კინემატოგრაფი" (1980), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის კონკურსის პირველი პრემია რეცენზიისათვის "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1983). წყარო: gnfc.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |