The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მიქაშავიძე

დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1988  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქ. ქუთაისში 1924 წელს თვითმოქმედ წრეებში. 1928 წლიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის სატირის თეატრში. 1928-1939წწ. ქ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, ხოლო 1939 წლიდან ქ. სოხუმის ქართული თეატრის მსახიობია. როლებიდან აღსანიშნავია: ანანია (სუმბათაშვილის "ღალატი"), ლადო კეცხოველი (ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), გივი ჩოლოყაშვილი (წერეთლის "პატარა კახი"), მედოვსკი (დარასელის "კიკვიძე"), მეფე (ჯაფარიძის "ლამპარი"), პრეზიდენტი (შილერის "ვერაგობადა სიყვარული") და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.26

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1956-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: