Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჟღენტი![]()
Biographyსწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობაზ; დაამთავრა ი. კ. კარპენკო-კარის სახელობის კიევის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1971 წელს. 1972 წლიდან მუშობდა რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-დამოუკიდებელი საქართველო, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ჩოხატაურის №84 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1990 წლის 9 აპრილი); 2002 წელს სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მონადირე" (1970), "ცოტნე დადიანი" (1971), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "სტადიონი" (დოკუმენტური, 1980), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (დოკუმენტური, 1987), "პირველი ეროვნული"(დოკუმენტური, 1990), "საქართველოს ზარები" (დოკუმენტური, 1993), "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" (დოკუმენტური, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმებისა: "მონადირე" (1970), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "სტადიონი" (დოკუმენტური, 1980), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (დოკუმენტური, 1987), "პირველი ეროვნული"(დოკუმენტური, 1990), "საქართველოს ზარები" (დოკუმენტური, 1993), "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" (დოკუმენტური, 2011) და სხვ. 2008 წელს, ქ. ბათუმში გამართულ მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალზე მიენიჭა პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" - კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისათვის. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.295 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |