The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ვეშაპელი

გრიგოლ ვეშაპელი
Legal name:გრიგოლ ვეშაპიძე
Date of birth:1892
Date of death:10 June, 1926  (at 34 years)
Burial location:ვაკის სასფლაო, თბილისი
Category:Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საირხე, ყოფილი შორაპნის მაზრა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1910 წელს. დაენიშნა "კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდია" და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1916. შემდეგ სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე(სწავლა არ დაუმთავრებია). გიმნაზიასა და უნივერსიტეტში სწავლის დროს თანამშრომლობდა საქართველოსა და მოსკოვის გაზეთებთან. სტუდენტობისას მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს გამგეობისა და ქართული კოლონიის კულტურული და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. უნივერსიტეტში სწავლის დროს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1917–1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "საქართველოს". აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელმა კონფერენციამ(1917) იგი აირჩია პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე(1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად(მოადგილედ). იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი, დარჩა თურქეთში ენვერ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად. ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტად გარდაქმნის შემდეგ იყო მისი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. 1918–1920 წლებში  იყო გაზეთ "კლდის"(1919 წელს გაზეთი "სალი კლდის", "პიტალო კლდის" სახელით გამოდიოდა), 1920 წელს გაზეთ "ნაციონალისტის", ხოლო 1920–1921 წლებში გაზეთ "მიწის" რედაქტორი. 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის(1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამ-ფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში, სადაც განაცხადა, რომ  "იყო ომი და დამარცხება არა საქართველოსი რუსეთის მიერ, არამედ მენშევიზმისა ბოლშევიზმის მიერ". აქედან წავიდა ემიგრაციაში საზღვარგარეთ, სადაც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, შემდეგ განუდგა ქართულ ემიგრაციას და საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმაზე დადგა; სურდა საბჭოთა საქართველოში დაბრუნება. 1924 წელს პარიზში გამოსცა გაზეთი  "ახალი საქართველო". ქართულმა ემიგრაციამ იგი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა. გრიგოლ ვეშაპელი მოკლა ქართველმა ემიგრანტმა–ა. მერაბიშვილმა. დაკრძალეს პარიზის მონპარნასის სასაფლაოზე. მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს მთავრობამ მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენა და დაკრძალეს დიდუბის სასაფლაოზე. 1937 წელს, დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთების შემდეგ, იგი ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს. პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.263; დამოუკიდებელი საქართველო 1918-1921წწ. -okupacgeorgia.blogspot.com

Member of Organizations

  • ინტერპარტიული საბჭო და მისი აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე
  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი
  • საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია, დამფუძნებელი (1920-)
  • საქრთველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია , დამფუძნებელი

Bibliography


Share: