The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ სალუქვაძე

მიხეილ სალუქვაძე
Date of birth:10 July, 1930
Date of death:3 May, 2008  (at 77 years)
Category:Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება, ჟურნალისტის სპეციალობით 1954 წელს.

1958 წლიდან ეწეოდა კინოდრამატურგისა და კინორეჟისორის შემოქმედებით საქმიანობას; 1989–2000 და 2002–2005წწ. იყო საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს" დირექტორი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, კინოსტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "პირველი ზარი" (დოკუმენტური, 1972), "დავით გურამიშვილი" (დოკუმენტური, (1980), "დღე და საუკუნე"(დოკუმენტური, 1984); სცენარის ავტორია ფილმების: "საქართველო არის ესე" (დოკუმენტური, 1967), "ქართული ქორწილი" (დოკუმენტური, 1970), "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე" (დოკუმენტური, 1971), "პირველი ზარი"(დოკუმენტური, 1972), "დავით გურამიშვილი" (დოკუმენტური, 1980), "დღე და საუკუნე" (დოკუმენტური, 1984); პროდიუსერია ფილმის: "ძველი ქართული ხელნაწერები" (დოკუმენტური, 1988).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.110

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: