The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნახუცრიშვილი

გიორგი ნახუცრიშვილი
Date of birth:20 May, 1902
Date of death:1992  (at 89 years)
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს.

1946 წლიდან ეწევა სამწერლო მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა "თაგუნიას თავგადასავალი" გამოაქვეყნა ჟურნალ "ნაკადულში"; პირველი წიგნი - მოთხრობა "მამამ გამომგზავნა" - 1933 წელს; პირველი პიესა "ნაცარქექია" დაიდგა მოზარდ მაყურებელში - 1936 წელს. პოპულარული იყო მისი მოთხრობა "სილვა ვასილიევი" (1934),  რომანი "მგელკაცა" (1939). მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართულ დრამატურგიაში. მისი პიესები "კომბლე" (1939), "აჩაკუნე" (1940), "წიწამური" (1956), "ფიროსმანი" (1960), "შაითან ხიხო" (1964) და სხვა.  წარმატებით იდგმებოდა თეატრებში. განსაკუთრებით პოპულარული იყო პიესა "ჭინჭრაქა" (1962), რომელიც 1963 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დადგა რეჟისორმა მ. თუმანიშვილმა. ინსცენირებული აქვს ა. პუშკინის "კაპიტანის ქალიშვილი", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", ა. ყაზბეგის "ციცია", ვ. ჰიუგოს "კაცი რომელიც იცინის", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი".

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.708; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 67-68

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • პიესები (Author). - თბილისი, საქ. თეატრ. საზ-ბა, 1983. - 318გვ.
  • შაითან ხიხო : ზღაპარი-კომედია 3 მოქმედებად (Author). - თბილისი, ხელოვნება, 1970. - 88გვ.
  • ჭინჭრაქა : ზღაპარი-კომედია 3 მოქმედებად, 7 სურათად (Author). - თბილისი, ხელოვნება, 1969. - 89 გვ.
  • მგელკაცა : რომანი (Author). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1961. - 242გვ.

Share: