Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიაზო ნახუცრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო-არქიტექტექტურის ინსტიტუტში, იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი (1961-1987); სექტორის ხელმძღვანელი (1987-1990). 1979 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამხატვრო აკადემიაში. ძირითადი ნამუშევრები: კინოთეატრი "გაზაფხული" (1958, ნ. შოშიტაიშვილთან ერთად), მსახიობის სახლი (1970, ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად), გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია (1978), საცხოვრებელი კვარტლები ყოფილი პავლოვის ქუჩასთან (ახლანდელი ა. ყაზბეგის პროსპექტი, 1971), იპოდრომთან (1979), I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული კორპუსი (1955); მონუმენტები და ძეგლები: ი. ჯავახიშვილის, ი. ჭავჭავაძის, მ. ახუნდოვის, ი. ნიკოლაძის, გ. ლეონიძის (1953-1980, ყველგან მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი); დიდების მემორიალი ვაკის პარკი (ვ. ალექსი-მესხიშვილთან და ო. ლითანიშვილთან ერთად, მოქანდაკე გ. ოჩიაური); აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არქიტექტურულ ღონისძიებებში. პროფესორი (1998). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.708; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.456; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.219 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |