The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ბერიძე

აკაკი ბერიძე
Date of birth:14 February, 1988  (36 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზესოფელი, ქედის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2010 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 2012 წელს; ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მაგისტრატურა 2014 წელს. 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; კანონის უზენასეობა გლობალური განვითარებისათვის - მაგისტრი - ლოიოლას ჩიკაგოს უნივერსიტეტის რომის ფელიჩის ცენტრი (2018-2019 წწ., აშშ, იტალია).

2009-2010წწ. იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის პოზიციას სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010-2012წწ. მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად; 2012-2014წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატის მთავარი სპეციალისტი; 2014 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო სამართლის, ევროპული სამართლის მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში. არის ავტორი სტატიებისა: "კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი" (batumelebi.netgazeti.ge), "რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები" (batumelebi.netgazeti.ge), "ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში" (batumelebi.netgazeti.ge), "ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე "ახალგაზრდა" სასამართლო ბრექსითის შესახებ" (batumelebi.netgazeti.ge). საერთაშორისო სამართლის მკვლევარი.

წყარო: chicago.academia.eduluc.edu

Member of Organizations

  • ამერიკის საერთაშორისო სამართლის ასოციაცია - ASIL American Society of International Law, წევრი (2014-)
  • იბერო-ამერიკული სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო და ევროპული სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (პორტო, პორტუგალია), წევრი (2020-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2015-)

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი

Bibliography


Share: