The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია მურუსიძე

დაბადების თარიღი:31 ნოემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1962  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სცენაზე პირველად გამოვიდა ქუთაისის თეატრში 1904 წელს. მუშაობდა ქუთაისის (1904-1912, 1914-1917, 1918-1919, 1924-1926), ჭიათურის (1913-1914, 1935-1937), ბათუმის (1912-1913, 1917-1918, 1923-1924, 1930-1934), ფოთის (1927-1928, 1934-1935), ქუთაის-ბათუმის (1928-1930) თეატრებში. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეტრის მსახიობი იყო. შეასრულა ლევან ხიმშიაშვილის (ერისთავის "სამშობლო"), დათოს, ანანიას (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), გაიოზის, ოტიას (გუნიას "და-ძმა"), ხარიტონის (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კასიოს, იაგოს, მეფე ლაერტის (შექსპირის "ოტელო", "ჰამლეტი") და სხვა. როლები, მონაწილეობდა ფილმებში: '"ქალი ბაზრობიდან" (ფერმერი), "კომუნარის ჩიბუხი" (მაკმაგონი), "დაკარგული სამოთხე" (კაბოტი), "მთის გული" (გულბათი).

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.202


გააზიარე: