Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით სიხარულიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით, 1982 წელს. 1995-1996წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში (Warner Bros.). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ეფემერა" (ანიმაციური, 1982), "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984), "იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა" (დოკუმენტური, 2000), "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008), "ცრუპენტელა აღმზრდელი" (ანიმაციური, 2011); სცენარის ავტორია ფილმების: "ეფემერა"(ანიმაციური, 1982), "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გავარდნილები"(ანიმაციური, 2000); პროდიუსერია ფილმის: "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984). ანიმაციური ფილმისთვის "ჭირი" (სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი) 1984 წელს მიღებული აქვს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.159; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |